თითოეულ მოსწავლეზე ინდივიდუალურად
მორგებული ლანჩი.

თითოეულ მოსწავლეზე ინდივიდუალურად
მორგებული ლანჩი.

ინდივიდუალური კვება ყველასთვის

კვების ახალი სისტემა

ჩვენ შევქმენით კვების ინოვაციური სისტემა, რომელიც ითვალისწინებს და აკმაყოფილებს თითოეული მშობლისა და მოსწავლის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.

მშობელს შეუძლია, სპეციალური აპლიკაციით მართოს ბავშვის კვების პროცესი და თითოეული დღისთვის განსზაღვრული ხუთი მენიუდან აირჩიოს მისთვის სასურველი.

ყოველდღიურად გთავაზობთ ქართულ, ევროპულ, აზრიურ, Fast Food და წვნიანის მენიუს. თითოეული მათგანი შედგენილია იმგვარად, რომ ითვალისწინებდეს დაბალანსებული კვების პრინციპებს, დღიურ კალორაჟსა და სიჯანსაღეს.

გათვალისწინებულია ვეგეტარიანული, ვეგანური და უგლუტენო ვარიაციებიც.

სპეციალური თერმული კონტეინერი

ჯანსაღი, დაბალანსებული და ახალი საკვები ბავშვს მიეწოდება პერსონალური მრავალჯერადი თერმული კონტეინერით, რომელზეც დატანილია მოსწავლის სახელი და გვარი.

კონტეინერი არის მრავალგანყოფილებიანი და უზრუნველჰყოფს როგორც წვნიანი კერძის, ასევე ნებისმიერი სხვა საკვებისთვის, ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნებას. მოჰყვება ინდივიდუალური კოვზი და ჩანგალი.

კონტეინერი დამზადებულია მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადის მასალისგან და ფლობს შესაბამის სერტიფიკატს.

როგორ ვისარგებლო

მშობელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია პლატფორმაზე და შეუკვეთოს ერთთვიანი კვება. შემდეგ ეტაპზე კი, ყოველ პარასკევ დღეს, დააკომპლექტოს მომდევნო კვირის (ხუთივე დღის) სასურველი მენიუ.

ანგარიშსწორება ხდება პლატფორმაზე ნებისმიერი ბანკის ბარათის საშუალებით.

კალათა
მენიუ
0 items კალათა
ჩემი ანგარიში