
ვინ ვართ ჩვენ
ManaBoost-ი Daily Meal-ის ახალი პროექტია. Daily Meal-ი კვების სფეროში მოღვაწეობს 5 წელზე მეტია და არაერთ დიდ კომპანიასთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვს.
ManaBoost-ი შექმნილია ერთი მიზნით - შექმნას ახალი სტანდარტი საქართველოში Lunch-ის მიმართულებით. ჩვენ არ მოგვწონს, როდესაც ადამიანებს უწევთ მრავალფეროვნების დათმობა - რუტინის გამო, გემოვნური თვისებების დათმობა - ხელმისაწვდომობის გამო, ან პირიქით, ჯანმრთელი კვების დათმობა - გემოვნური თვისებების გამო. ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც უსაფრთხოება, სისწრაფე, სიმარტივე და კომფორტი - ისევე არჩევანის მრავალფეროვნება და “ლანჩით” სიამოვნების მიღება. ჩვენი ვებ და მობაილ აპლიკაცია გვეხმარება ყველა მომხმარებელს შევთავაზოთ ინდივიდუალური მიდგომა და შევქმნათ კვების პერსონალიზებული გამოცდილება რომ არცერთ მომხმარებელს მოუწიოს კომპრომისების გაკეთება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე როგორიცაა ყოველდღიური კვება. პერსონალიზაცია კი, გვაძლევს საშუალებას გავითვალისწინოთ თქვენი ყველა კვებითი შეზღუდვა (გამოწვეული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული აუცილებლობითა თუ პირადი არჩევნით) და რაც მთავარია, მოვერგოთ თქვენს გემოვნებას.